2010 წლის ძირითადი სამუშაოების ნუსხა

ქანდაკება “ალი და ნინო”

სტატუსი: დასრულებული
დამკვეთი: ქ. ბათუმის მერია
დაწყების თარიღი: სექტემბერი, 2010 
დასრულების თარიღი: ნოემბერი, 2010 
სამუშაო მოცულობა: 50 მ2

პროექტის აღწერა:

სამშენებლო კომპანია "სი-აი-სი ჯგუფმა" შეასრულა ქანდაკება "ალი და ნინოს" სამონტაჟო სამუშაოები ქ. ბათუმში.

შესრულდა არსებული ზღვისპირა პირსის გამაგრების სამუშაოები, ჩამოისხა რკინაბეტონის პერანგი, მოეწყო პირსის ირგვლივ 10სმ სისქის რკინაბეტონის კედელი, მოეწყო პირსის წყალამრიდი სისტემა, დამონტაჟდა ფიგურების სამოძრაო მოტორების სისტემა, დამონტაჟდა თამარ კვესიტაძის მიერ შექმნილი “ალი და ნინოს” ქანდაკება, მოეწყო ქანდაკების დიოდური განათების სისტემა. ასევე მოეწყო ქანდაკების მართვის ავტომატიზირებული სმარტ სისტემა.


ნეპტუნის შადრევანი

სტატუსი: დასრულებული
დამკვეთი: ქ. ბათუმის მერია
დაწყების თარიღი: 9 აგვისტო, 2010 
დასრულების თარიღი: 31 აგვისტო, 2010 
სამუშაო მოცულობა: 50 მ2

პროექტის აღწერა:

სამშენებლო კომპანია "სი-აი-სი ჯგუფმა" შეასრულა ქ. ბათუმში ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის მიმდებარე სკვერში არსებული ნეპტუნის შადრევნის მოოქროების სამუშაოები.


საკონსტიტუციო სასამართლო

სტატუსი: დასრულებული
დამკვეთი: ქ. ბათუმის მერია
დაწყების თარიღი: მარტი, 2010 
დასრულების თარიღი: ივლისი, 2010 
სამუშაო მოცულობა: 2 000 მ2

პროექტის აღწერა:

სამშენებლო კომპანია "სი-აი-სი ჯგუფმა" შეასრულა ქ. ბათუმში, კ. გამსახურდიას 10-ში მდებარე საკონსტიტუციო სასამართლოს შენობის ფასადის რეაბილიტაცია-მოპირკეთების სამუშაოები.

შესრულდა ფასადის რეკონსტრუქციის სამუშაოები, გამოიცვალა ფანჯრები და კარები, მოეწყო თუნუქის საწვიმარები და შეიღება კაპაროლის საღებავით.


ბათუმის "პიაცა"

სტატუსი: დასრულებული
დამკვეთი: ქ. ბათუმის მერია
დაწყების თარიღი: თებერვალი, 2010 
დასრულების თარიღი: დეკემბერი, 2010 
სამუშაო მოცულობა: 6 500 მ2

პროექტის აღწერა:

სამშენებლო კომპანია "სი-აი-სი ჯგუფმა" შეასრულა ქ. ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქ. 25-ში მშენებარე "პიაცას" კომპლექსის ოთხი კოშკის სამშენებლო სამუშაოები.

შესრულდა კომპლექსის 4 ბლოკის – “დ”, “ე”, “ვ” და “ზ” ბლოკის კონსტრუქციული სამუშაოები სრულად. მოპირკეთდა ფასადი სრულად, გამოყენებული იქნა სხვადასხვა სახის მასალები, კერძოდ, სვეტები მოპირკეთდა ტრავერტინის ფილებით, კედლები მოპირკეთდა როგორც აგურით ასევე ცაიშის ქვით, მოეწყო სხმული არქიტექტურული დეტალები, მოეწყო ლითონის დეკორატიული მოაჯირები, “ზ” ბლოკის ჭერი მოიხატა სპეციალური საღებავებით მხატვარ გ. ბუღაძის მიერ. მოეწყო ალუმინის ვიტრაჟები და კარ-ფანჯრები, გადაიხურა სახურავი ცინკი ტიტანის ფარფლოვანი ფურცლებით.


შენობა გამსახურდიას ქუჩაზე

სტატუსი: დასრულებული
დამკვეთი: შპს “კორაქსესი”
დაწყების თარიღი: მარტი, 2010 
დასრულების თარიღი: ივლისი, 2010 
სამუშაო მოცულობა: 1 800 მ2

პროექტის აღწერა:

სამშენებლო კომპანია "სი-აი-სი ჯგუფმა" შეასრულა ქ. ბათუმში, კ. გამსახურდიას 12-ში მდებარე შენობის ფასადისა და გადახურვის სამუშაოები.

შესრულდა ფასადის რეკონსტრუქციის სამუშაოები, გამოიცვალა ფანჯრები და კარებები, მოეწყო თუნუქის საწვიმარები და შეიღება კაპაროლის საღებავით, ასევე გამოიცვალა სახურავი და გადაიხურა ფერადი თუნუქის ფურცლებით.