2012 წლის ძირითადი სამუშაოების ნუსხა

ბათუმის ზღვისპირა ბილიკი

სტატუსი: დასრულებული
დამკვეთი: შპს “ზიმო-7”
დაწყების თარიღი: აპრილი, 2012 
დასრულების თარიღი: დეკემბერი, 2012
სამუშაო მოცულობა: 22 000 მ2

პროექტის აღწერა:

სამშენებლო კომპანია "სი-აი-სი ჯგუფმა" შეასრულა ქ. ბათუმში, ბეჭდური ბეტონით ზღვისპირა ბილიკის მოწყობის სამუშაოები.

მოეწყო ზღვისპირა ბულვარში ბეჭდური ბეტონის 10მ სიფართის საფეხმავალო ბილიკები 5მ სიგანის საველოსიპედე ბილიკებით.


საზაფხულო თეატრი

სტატუსი: დასრულებული
დამკვეთი: ქ. ბათუმის მერია
დაწყების თარიღი: მარტი, 2012
დასრულების თარიღი: დეკემბერი, 2012 
სამუშაო მოცულობა: 3 500 მ2

პროექტის აღწერა:

სამშენებლო კომპანია "სი-აი-სი ჯგუფმა" შეასრულა ქ. ბათუმში, ზღვისპირა ბულვარში საზაფხულო თეატრის სამშენებლო სამუშაოები.

შესრულდა კონსტრუქციული სამუშაოები სრულად, აშენდა შავი კარკასი, მოეწყო ლითონის გადახურვა. შეიფუთა ფასადი ხის დეკორატიული მასალებით, მოეწყო ხის ვიტრაჟები, სახურავი გადაიხურა ფერადი თუნუქის ფურცლებით. ასევე შესრულდა ინტერიერის სამუშაოები სისტემების ჩათვლით სრულად.


შენობა ყიფშიძეზე

სტატუსი: დასრულებული
დამკვეთი: შპს “ყიფშიძე 2011”
დაწყების თარიღი: ოქტომბერი, 2012 
დასრულების თარიღი: მაისი, 2013 
სამუშაო მოცულობა: 2 500 მ2

პროექტის აღწერა:

სამშენებლო კომპანია "სი-აი-სი ჯგუფმა" შეასრულა ქ. თბილისში ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე შენობის ფასადის დათბუნების სამუშაოები.

შესრულდა ფასადის დათბუნების სამუშაოები გერმანული მასალებითა და ტექნოლოგიებით, შემდგომ ამისა დათბუნებაზე ზემოდან მოეწყო მიუნხენის ფასადი კაპაროლის მასალებით.