2017-2018 წლის ძირითადი სამუშაოების ნუსხა

სასტუმრო კომპლექსი ლოპოტას ტბაზე

სტატუსი: დასრულებული
დამკვეთი: შპს “ლოპოტა”
დაწყების თარიღი: აპრილი, 2017 
დასრულების თარიღი: ნოემბერი, 2018 

პროექტის აღწერა:

სამშენებლო კომპანია "სი-აი-სი ჯგუფმა" შეასრულა სასტუმრო კომპლექსის სამშენებლო და მოპირკეთება-მოწყობის სამუშაოები.

აშენდა სასტუმრო კომპლექსი, კერძოდ, სასტუმროს 3 ბლოკი, შვედური რესტორანი, შატო, ადმინისტრაციული შენობა და აუზი. პროექტი შესრულდა სრულად, როგორც კონსტრუქციული, ასევე არქიტექტურული სამუშაოებით. მოეწყო გარე კანალიზაციის ქსელი და სამეურნეო წყლის გამწმენდი ნაგებობა.


ივენთ-ჰოლი “რესპუბლიკა” და რესტორანი “ანდროპოვის ყურები”

სტატუსი: დასრულებული
დამკვეთი: შპს “ივერია ცენტრი”
დაწყების თარიღი: იანვარი, 2017 
დასრულების თარიღი: იანვარი, 2018 
სამუშაო მოცულობა: 5 000 მ2

პროექტის აღწერა:

სამშენებლო კომპანია “სი-აი-სი ჯგუფმა” შეასრულა ივენთ-ჰოლ “რესპუბლიკისა” და რესტორან “ანდროპოვის ყურების” არქიტექტურული და მოწყობის სამუშაოები.

სრულად შესრულდა შენობის ინტერიერის სამუშაოები უცხოელი დიზაინერების მიერ შემუშავებული პროექტის მიხედვით. -1, 0, +1 და +2 ნიშნულებზე მოეწყო ივენთ-ჰოლი, ხოლო +3 სართულზე მოეწყო თევზის რესტორანი “ანდროპოვის ყურები”. მოსაპირკეთებელ მასალებად იქნა გამოყენებული მუხის პარკეტი, ტროლდექტის აკუსტიკური პანელები, კაპაროლის საღებავები, ასევე მოეწყო მილის ტიხრები და მოაჯირები, სვეტები მოპირკეთდა გაშავებული მეტალის ფურცლებითა და სარკეებით.

რაც შეეხება თევზის რესტორანს, აქ მოეწყო აწეული, ე.წ. “ყალბი იატაკი”. იატაკი მოპირკეთდა გრანიტისა და პარკეტის ფილებით, ტერასაზე მოეწყო იროკოს ხის ე.წ. “გემბანური” იატაკი, რესტორნის შიგნით მოეწყო პოდიუმები, აშენდა ბელგიური აგურის ტიხრები წყობის სხვადასხვა ორნამენტის გამოყენებით, მოეწყო ხის დეკორატიული ჭერი. გამოყენებულ იქნა უამრავი სახეობის ტექნოლოგია და სხვადასხვა ძვირადღირებული მასალა. მოეწყო ბარი ვარდისფერი ონიქსით, სპეცგანათებებით, მოპირკეთდა უჟანგავი მასალებით და ა.შ.


ევექსი

სტატუსი: დასრულებული
დამკვეთი: შპს “ევექსი”
დაწყების თარიღი: თებერვალი, 2018 
დასრულების თარიღი: აპრილი, 2018 
სამუშაო მოცულობა: 820 მ2

პროექტის აღწერა:

სამშენებლო კომპანია "სი-აი-სი ჯგუფმა" შეასრულა თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე, ფასადის მოპირკეთების სამუშაოები კომპანია ევექსის შენობისათვის.

შესრულდა ფასადის ალუკობონდის ფილებით მოპირკეთების სამუშაოები. გამოყენებულ იქნა ორი ტიპის პანელი - ხის ფაქტურის მქონე და ასევე მუქი ნაცრისფერი პანელი. შენობის ფასადზე მოეწყო 4 მ X 9.5 მ-ზე გადმოსახური ჩარდახი თავისი წყლის ამრიდი სისტემების ჩათვლით.


მრავალსართულიანი კომპლექსი ბ. კვერნაძის ქუჩაზე

სტატუსი: დასრულებული
დამკვეთი: შპს “ტიფლის ბიზნეს ცენტრი”
დაწყების თარიღი: იანვარი, 2017 
დასრულების თარიღი: სექტემბერი, 2018 
სამუშაო მოცულობა: 6 000 მ2

პროექტის აღწერა:

სამშენებლო კომპანია "სი-აი-სი ჯგუფმა" შეასრულა მრავალსართულიანი შენობის კარკასული მონოლითური რკინა-ბეტონის სამუშაოები.

აშენდა 6 სართულიანი რკინა-ბეტონის კარკასული შენობა.