2021 წლის ძირითადი სამუშაო

საცხოვრებელი სახლების მშენებლობა ქალაქ ქუთაისში. 

სტატუსი: მიმდინარე
დამკვეთი: სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი
დაწყების თარიღი: აგვისტო, 2019 
დასრულების თარიღი: ნოემბერი, 2021 

პროექტის აღწერა:

სამშენებლო კომპანია "სი-აი-სი ჯგუფი" ასრულებს ქ. ქუთაისში, შერვაშიძის ქ.53-ში, დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისათვის, ორი 16 სართულიანი სოციალური სახლების სამშენებლო და მოპირკეთების სამუშაოებს.


საბავშვო ბაღის მშენებლობა სოფელ საჩინოში, ქობულეთი. 

სტატუსი: მიმდინარე
დამკვეთი: ქობულეთის მუნიციპალიტეტი.
დაწყების თარიღი: ნოემბერი, 2020 
დასრულების თარიღი: ოქტომბერი, 2021

პროექტის აღწერა:

სამშენებლო კომპანია "სი-აი-სი ჯგუფი" შეასრულებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ საჩინოში, საბავშვო ბაღის მშენებლობის და მოპირკეთების სამუშაოებს. პროექტის ფარგლებში მოხდება ტერიტორიაზე არსებული საბავშვო ბაღის შენობის დემონტაჟი და ახალი თანამედროვე შენობის მშენებლობა. 


კოლეჯი "ჰორიზონტის" ახალი სასწავლო კორპუსის შენობა.

სტატუსი: მიმდინარე
დამკვეთი: ა(ა)იპ კოლეჯი "ჰორიზონტი".
დაწყების თარიღი: დეკემბერი, 2020
დასრულების თარიღი: ნოემბერი, 2021

პროექტის აღწერა:

სამშენებლო კომპანია "სი-აი-სი ჯგუფი" ქალაქ ლანჩხუთში, ჟორდანიას ქ. #76-ის მიმდებარედ ააშენებს და მოაპირკეთებს პროფესიული კოლეჯი ”ჰორიზონტი”-ს ახალ სასწავლო კორპუსის შენობას.