2009 წლის ძირითადი სამუშაოების ნუსხა
ბათუმის დრამატული თეატრი

სტატუსი: დასრულებული
დამკვეთი: ქ. ბათუმის მერია
დაწყების თარიღი: თებერვალი, 2009 
დასრულების თარიღი: ოქტომბერი, 2009 
სამუშაო მოცულობა: 5 000 მ2

პროექტის აღწერა:

სამშენებლო კომპანია "სი-აი-სი ჯგუფმა" შეასრულა ქ. ბათუმში ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის მოოქროების სამუშაოები.

ჩატარდა სრული რეკონსტრუქციის სამუშაოები, აღდგენილი და გაწმენდილი იქნა ფასადი სრულად, შენობის ფასადზე არსებული კაპიტელები და ბაზისები მოოქროვდა, მოეწყო ახალი ბარელიეფი, მოეწყო მოზაიკის იატაკი და კიბეები ამასთანავე მოეწყო ფერადი მოზაიკური ვიტრაჟები.


შენობა მ. აბაშიძის 18/34-ში

სტატუსი: დასრულებული
დამკვეთი: ქ. ბათუმის მერია
დაწყების თარიღი: თებერვალი, 2009 
დასრულების თარიღი: სექტემბერი, 2009 
სამუშაო მოცულობა: 1 400 მ2

პროექტის აღწერა:

სამშენებლო კომპანია "სი-აი-სი ჯგუფმა" შეასრულა ქ. ბათუმში, ისტორიულ უბანში, მ. აბაშიძის ქ.18/34-ში მდებარე შენობის სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები.

დაშენდა 1 სართული, მოეწყო გუმბათები, გუმბათები შეიმოსა ფარფლოვანი თუთია-ტიტანის ფურცლებით, შესრულდა ფასადის მოპირკეთების სამუშაოები კარ-ფანჯრების ჩათვლით. მოეწყო ახალი არქიტექტურული დეტალები და შეიღება ფასადი კაპაროლის საღებავებით.


შენობა რუსთაველზე

სტატუსი: დასრულებული
დამკვეთი: ქ. ბათუმის მერია
დაწყების თარიღი: აპრილი, 2009 
დასრულების თარიღი: სექტემბერი, 2009 
სამუშაო მოცულობა: 1 000 მ2

პროექტის აღწერა:

სამშენებლო კომპანია "სი-აი-სი ჯგუფმა" შეასრულა ქ. ბათუმში ისტორიულ უბანში რუსთაველის ქ.7/2-ში მდებარე შენობის სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები.

შესრულდა ფასადის რეკონსტრუქციის სამუშაოები, გამოიცვალა ფანჯრები, შესრულდა სახურავის სპილენძის ფურცლებით გადახურვის სამუშაოები, მოეწყო ლითონის დეკორატიული კიბე.