საზაფხულო თეატრის ინტერიერი
სტატუსი: დასრულებული
დამკვეთი: ქ. ბათუმის მერია
დაწყების თარიღი: აპრილი, 2013
დასრულების თარიღი: ივლისი, 2013
სამუშაო მოცულობა: 1 500 მ2
პროექტის აღწერა:
სამშენებლო კომპანია "სი-აი-სი ჯგუფმა" შეასრულა ქ. ბათუმში, საზაფხულო თეატრში შეკიდული ჭერისა და ნაწილობრივ კედლების მოწყობის სამუშაოები.
შეიფუთა კაპიტელები, მოეწყო რკინის კარკასზე აკუსტიკური ჭერი კნაუფის აკუსტიკური ფილით და, შემდეგ ამისა, შესრულდა სამღებრო სამუშაოები და მოიხატა კედლები აკრილის საღებავებით.
სასტუმრო “ადმირალი”
სტატუსი: დასრულებული
დამკვეთი: შპს “ფორჯგეით ფროფერთი ჯორჯია”
დაწყების თარიღი: ივნისი, 2013
დასრულების თარიღი: ივლისი, 2014
სამუშაო მოცულობა: 2 500 მ2
პროექტის აღწერა:
სამშენებლო კომპანია "სი-აი-სი ჯგუფმა" შეასრულა ქ. ბათუმში, გოგებაშვილის ქ. 20-ში, სასტუმრო "ადმირალის" მშენებლობა-მოპირკეთების სამუშაოები.
აშენდა 5 სართულიანი სასტუმრო. შესრულდა კონსტრუქციული და ფასადის სამუშაოები სრულად. ამასთანავე შესრულდა შიდა მოპირკეთების სამუშაოები, გადაიხურა სახურავი ფერადი თუნუქის ფურცლებით.