2016-2017 წლის ძირითადი სამუშაოების ნუსხა


ჰეინეკენის ლუდსახარში წილკანში

სტატუსი: დასრულებული
დამკვეთი: შპს “გლობალ ბიერ ჯორჯია”
დაწყების თარიღი: ივლისი, 2016 
დასრულების თარიღი: მაისი, 2017 
სამუშაო მოცულობა: 12 000 მ2

პროექტის აღწერა:

სამშენებლო კომპანია "სი-აი-სი ჯგუფმა" შეასრულა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. წილკანში, ჰეინეკენის ლუდსახარში ქარხნის სამშენებლო სამუშაოები.                 

შესრულდა ჰეინეკენის ქარხნის მონოლითური კარკასის მოწყობისა და ასევე ნაგებობის სენდვიჩპანელებით შემოსვის სამუშაოები. მოეწყო ძირითადი ნაგებობა "ა" ბლოკი 9 500 კვ.მ და ქვაბების დასამონტაჟებელი სივრცე "ბ" ბლოკი მოცულობით 2 500 კვ.მ. ძირითადი ნაგებობის გადახურვის კონსტრუქციას წარმოადგენს ლითონის ფერმები მალით 12 მ.


ჰეინეკენის ოფისი მუხიანში

სტატუსი: დასრულებული
დამკვეთი: შპს “ლოგ აუტ”
დაწყების თარიღი: ნოემბერი, 2016 
დასრულების თარიღი: ივნისი, 2017 
სამუშაო მოცულობა: 1 600 მ2

პროექტის აღწერა:

სამშენებლო კომპანია "სი-აი-სი ჯგუფმა" შეასრულა თბილისში, მუხიანის დასახლებაში, IV მიკრორაიონსა და მუხიანის საცხოვრებელი რაიონის მახლობლად მდებარე მრავალფუნქციური კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები.

შესრულდა შენობის როგორც კონსტრუქციული, ასევე არქიტექტურული სამუშაოები. აგრეთვე, სისტემების მოწყობის სამუშაოები. ეს არის რკინაბეტონის კარკასული ტიპის შენობა. შენობის წინა ფასადზე მოეწყო ალუმინის ვიტრაჟები, დანარჩენ სამ ფასადზე მოეწყო დათბუნება და მოპირკეთდა კაპაროლის მასალებით (ტრავერტინის ეფექტი). შენობის სახურავზე მოეწყო ტერასა მინის მოაჯირებით და მოწყობილ იქნა ტყვიაგაუმტარი მინის იატაკი. დიზაინის მხრივ, შენობის შიგნით ჭერებზე შენარჩუნებულ იქნა ბუნებრივი ბეტონის ფაქტურა და ჰაერსატარები. ასევე მოეწყო სხვა სისტემების ტრასები ღია სივრცეებში. შენობა არის 4 სართულიანი, ნაგებობის პირველ სართულზე ასევე მოეწყო მანქანების გასატარებელი სარდაფი.


კიბერნეტიკის ინსტიტუტი

სტატუსი: დასრულებული
დამკვეთი: სსიპ “საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი”
დაწყების თარიღი: თებერვალი, 2016 
დასრულების თარიღი: ნოემბერი, 2017 
სამუშაო მოცულობა: 10 000 მ2

პროექტის აღწერა:

სამშენებლო კომპანია "სი-აი-სი ჯგუფმა" შეასრულა ქ. თბილისში, კიბერნეტიკის ინსტიტუტის შენობის რეკონსტრუქცია-მოპირკეთების სამუშაოები.

შესრულდა ინსტიტუტის შენობის შიდა ნაწილის სრული რეკონსტრუქცია, გარემონტდა 7 სართული სრულად. მოეწყო ყველა სახის სისტემები (წყალი, კანალიზაცია, ელექტროობა, სუსტი დენები, გათბობა-კონდიცირება). დამონტაჟდა ლიფტები.