2019 წლის ძირითადი სამუშაოების ნუსხა

საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია

სტატუსი: დასრულებული
დამკვეთი: ქ. რუსთავის მერია
დაწყების თარიღი: აპრილი, 2019 
დასრულების თარიღი: ოქტომბერი, 2019 

პროექტის აღწერა:

სამშენებლო კომპანია "სი-აი-სი ჯგუფმა" შეასრულა ქ. რუსთავში,კოსტავას გამზირზე, საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია.

პროექტი მოიცავდა კოსტავას გამზირზე მდებარე 14 კორპუსის ფასადების სრულ რეაბილიტაციას: 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში არმირებული რკინაბეტონის ფილით მოხდა ზეძირკვლის გამაგრება და ზეძირკველზე მოეწყო ბაზალტის ფილები კარნიზით.

ფასადზე არსებული ძველი,დაზიანებული და დამწვარი ნალესი მთლიანად მოიხსნა შენობებიდან, ისევე როგორც კარნიზებისა და დეკორატიული ელემენტების უდიდესი ნაწილი. ფასადები შეილესა, დაიშხეფა დეკორატიული ხსნარით და შეიღება უმაღლესი ხარისხის ფასადის საღებავით.

ფასადზე არსებული დეკორატიული ელემენტები და კარნიზები ჩანაცვლდა სპეციალურად დამუშავებული ქაფპლასტის ანალოგიური ელემენტებით.

ასევე, გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა აივნებს და ძველი, დაზიანებული აივნების მოაჯირების ნაცვლად მოეწყო ახალი, ბეტოპანელებისგან შედგენილი კონსტრუქციები, რომლებიც შეიფუთა შესაბამისი ქაფპლასტის ელემენტებით.ამასთანავე, პროექტის ფარგლებში გამოიცვალა ძველი ხის ფანჯრები და კარებები, შეიცვალა სადარბაზოს კარებები. ფანჯრებზე მოეწყო თუნუქის საცრემლეები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარაპეტებს და შეიფუთა თუნუქით. შერემონტდა და აღდგა ძველი,დაზიანებული სავენტილაციო ბლოკები. კერამიკული ფილებით მოპირკეთდა აივნები. ასევე, შეიცვალა ნიაღვარდამშვები მილები და დამონტაჟდა ფასადის განათების სისტემა.

რეაბილიტირებული ფასადების ჯამური მოცულობა აღემატება 16 000 მ2-ს.


ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის სამუშაოები

სტატუსი: დასრულებული
დამკვეთი: ა(ა)იპ "საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო"
დაწყების თარიღი: აპრილი, 2019 
დასრულების თარიღი: დეკემბერი, 2019 

პროექტის აღწერა:

სამშენებლო კომპანია "სი-აი-სი ჯგუფმა" შეასრულა ქ. ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები. 

15 120 მ2-ზე შესრულდა ბეჭდური ბეტონის მოწყობის სამუშაოები, შეიცვალა სანიაღვრე სისტემა 1 156.9 გრძ/მ. 

გაკეთდა 12 ცალი საკომუნიკაციო ჭა და ჩაიდო პლასმასის მილი 257 გრძ/მ, მოეწყო გრანიტის ფილები 1 050 მ2-ზე.