ფოთის მეთორმეტე ნავმისადგომი
სტატუსი: დასრულებული
დამკვეთი: კორპორაცია “ფოთის საზღვაო ნავსადგური”
დაწყების თარიღი: იანვარი, 2014
დასრულების თარიღი: დეკემბერი, 2014
სამუშაო მოცულობა: 23 854 მ2
პროექტის აღწერა:
სამშენებლო კომპანია "სი-აი-სი ჯგუფმა" შეასრულა ფოთის საზღვაო ნავსადგურის მეთორმეტე ნავმისადგომისა და საკონტეინერო ეზოს რეკონსტრუქციის სამუშაოები.
ფოთის საზღვაო ნავსადგურის საკონტეინერო ტერმინალისათვის მოწყობილ იქნა ორი ტიპის რკინაბეტონის საფარი:
1. ფიბრინითა და არმატურით არმირებული დიდი დატვირთვების ამტანი რკინაბეტონის საფარი; საფარის სისქე - 39 სმ; ფართობი - 10 629 მ2;
2. ფიბრინითა და არმატურით არმირებული საშუალო დატვირთვების ამტანი რკინაბეტონის საფარი; საფარის სისქე - 25 სმ; ფართობი - 13 225 მ2.
გარდა ამისა, მოეწყო მეთორმეტე ნავმისადგომისათვის გემების მისადგომი მთელი თავისი აღჭურვილობით (ბოლარდები, ფენდერები, კიბეები), საკონტეინერო ტერმინალის სისტემები (ელექტროობა, დრენაჟი, განათების ანძები, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები), გამოიცვალა ნავმისადგომზე შემსვლელი არსებული რკინიგზის მონაკვეთი და მოეწყო გამშვები პუნქტი.
საგამოფენო ცენტრი
სტატუსი: დასრულებული
დამკვეთი: ფიზიკური პირი
დაწყების თარიღი: მაისი, 2014
დასრულების თარიღი: ოქტომბერი, 2014
სამუშაო მოცულობა: 2 120 მ2
პროექტის აღწერა:
სამშენებლო კომპანია "სი-აი-სი ჯგუფმა" შეასრულა ქ. ბათუმში,მდ. ბარცხანასა და მდ. ყოროლისწყალს შორის საგამოფენო ცენტრის მშენებლობის სამუშაოები.
მოეწყო საგამოფენო ცენტრის კონსტრუქციული სამუშაოები, სივრცითი ლითონის კონსტრუქციები, რომელთა შორისაც +3.9 ნიშნულზე და სახურავზე მოეწყო რკინაბეტონის გადახურვის ფილები. კარკასი სრულად შეიფუთა და შეიღება კაპაროლის მასალებით. 0 ნიშნულზე მოეწყო ალუმინის ვიტრაჟები. შენობის ირგვლივ მოეწყო ბეჭდური ბეტონის საფარი.